,,ისმის კითხვა, რატომ იტყუება ნიკა მელია ასე თავხედურად? პასუხი მარტივია – მას საკუთარ ამომრჩეველზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვს, რომ მსგავსი სისულელის გასაღებასაც კი ცდილობს!’’ – წერს ,,ქართული ოცნების’’ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, რადგან ბანერების შინაარსობრივი ნაწილი მუნიციპალიტეტის კომპეტენციას ცდება.
,,ტყუილიც არის და ტყუილიც – არც ერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება. ამიტომ ისმის კითხვა, რატომ იტყუება ნიკა მელია ასე თავხედურად? პასუხი მარტივია – მას საკუთარ ამომრჩეველზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვს, რომ მსგავსი სისულელის გასაღებასაც კი ცდილობს!!! ამიტომ, აი ამ ტყუილებს ხალხი პასუხს გასცემს 30 ოქტომბერს!!!’’ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook – ზე.