გია აბაშიძე: ვიოლა ფონ კრამონის საოცარი დეგრადაცია – ევროპარლამენტის მიღმა აღმოჩენილი გერმანელი „მწვანეების“ წარმომადგენელი ახლა მისი ქვეყნისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს აბრალებს „მწვანეების“ ფიასკოს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ გერმანიაში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ „მწვანეების“ მარცხს იგი აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებს აბრალებს.

აბაშიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ფონ კრამონი არ აცნობიერებს, რომ მის პარტიას, გერმანელმა ამომრჩეველმა ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გამო, სასტიკი განაჩენი გამოუტანა.

„ვიოლა ფონ კრამონის საოცარი დეგრადაცია – ევროპარლამენტის მიღმა აღმოჩენილი გერმანელი „მწვანეების“ წარმომადგენელი ახლა მისი ქვეყნისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს აბრალებს „მწვანეების“ ფიასკოს. თუმცა, არ აცნობიერებს, რომ „მწვანეების“ ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გამო, გერმანელმა ამომრჩევლებმა მას სასტიკი განაჩენი გამოუტანეს. საინტერესოა, „ნაცების“ კმაყოფაზე კვლავ გააგრძელებს ყოფნას თუ მისი პოლიტიკური წონადობა უკვე უმნიშვნელოა?“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მან ბევრისგან გაიგო, რომ „პრობლემა არა პუტინში, არამედ აშშ-ში, გერმანიის დაზვერვასა და CIA-შია“.

Back to top button