ტერაქტს გადარჩენილი რობერტ ფიცოს საჯარო გამოსვლა ადასტურებს, რომ ურჩი მთავრობების დასამხობად აშშ და მისი ევროვასალები, ერთი გაიდლაინით მოქმედებენ – ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პირველ საჯარო გამოსვლას ეხმაურება მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა.

„ომის პარტიის“ მიერ შთაგონებულ ტერაქტს გადარჩენილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რ.ფიცოს საჯარო გამოსვლა ადასტურებს, რომ ურჩი მთავრობების დასამხობად აშშ და მისი ევროვასალები, ყველგან ერთი გაიდლაინით მოქმედებენ, ლებერალიზმის საფარქვეშ NGO-ებში გამოზრდილი აგენტურის მეშვეობით“, – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ში.

Back to top button