გოგა ხაინდრავა: შოლცს რომ ეიმედება, ის გზა მოსკოვში, წითელი მოედნის გავლით, კრემლში შედის, თვითონ თუ არ იცის, ბაბუას ჰკითხოს, ემახსოვრება!

რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სიტყვებს აფასებს.

„ოლაფ შოლცი: შესაძლოა, მოიძებნოს გზა, რომლითაც რუსეთი დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ბაიდენის-მაკრონის გზების შესახებ უკვე მოგახსენეთ. შოლცს რომ ეიმედება, ის გზა მოსკოვში, წითელი მოედნის გავლით, კრემლში შედის. თვითონ თუ არ იცის, ბაბუას ჰკითხოს, ემახსოვრება!“, – წერს ხაინდრავა X-ზე.

 

Back to top button