კასპის მუნიციპალიტეტს დამატებით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი გადაეცა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დამატებით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეორე ნაგავმზიდი გადაეცა.

ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით კასპის მერიამ 100 ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენშემკრები კონტეინერიც შეიძინა.

ზაფხულის პერიოდში მუნიციპალიტეტში იზრდება როგორც მოსახლეობის, ისე ტურისტების რაოდენობა, ახალი ტექნიკა კი ხელს შეუწყობს მოსახლეობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

Back to top button