GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს GITA 2.0 – ის ახალი მიმართულებები და სამთავრობო პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით აგრიტექნოლოგიების კუთხით. უახლოეს მომავალში, ისრაელის მთავრობის დაფინანსებით, დაიგეგმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ისრაელში, რომელიც ჯიტასთან ერთად ქართულ სტარტაპებსა და უნივერსიტეტებს გააერთიანებს. ვიზიტის მიზანი ინოვაციების ეკოსისტემაში გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე პარტნიორობის შესაძლებლობას „Horizon Europe“-ში ერთობლივი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

Back to top button