GITA -ს თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. დელეგაციის წევრები დაინტერესებულები არიან, სიღრმისეულად შეისწავლონ ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილება და შემდგომ უკვე საკუთარ ქვეყანაში დანერგონ. სტუმრებმა ასევე კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს ქართული მხარისგან, მალავის ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის გაუმჯობესებისთვის.

 

Back to top button