ეროვნული ბანკი ივნისის „მიმდინარე მაკროეკონომიკურ მიმოხილვას“ და „საფინანსო სექტორის მიმოხილვას“ აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ და „საფინანსო სექტორის მიმოხილვის“ გამოქვეყნებას.

ანგარიშში საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული.

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.

ივნისის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების“ რუბრიკაში.

Back to top button