GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ  და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, სლოვაკეთის რესპუბლიკის  ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს GITA 2.0 – ის ახალი მიმართულებები და  სამთავრობო პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივ სამუშაო პროცესზე, რომელიც გულისხმობს R&D ხარჯების მაქმიმალურ წახალისებას ახალი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად ეკონომიკის ყველა სფეროში.

Back to top button