გია აბაშიძე: იმ ფონზე, როცა საქართველო დინამიურად ვითარდება ისტორიულ, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში, როგორც ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, ქართველ მეზღვაურთა წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

იმ ფონზე, როცა საქართველო დინამიურად ვითარდება ისტორიულ, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში, როგორც ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, ქართველ მეზღვაურთა წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ქართველ მეზღვაურთა შრომის შედეგად საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა, იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც“.

აბაშიძის თქმით, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არაერთი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების დაფასებისთვის, საზღვაო სფეროს განვითარებისა და გაძლიერებისთვის, საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად ქცევისთვის.

„ქართველ მეზღვაურთა უნიკალური როლი ნაოსნობისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებაში ფრიად დასაფასებელია. მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პროფესიონალებს, ამ სფეროს ვეტერანებსა და მათი სახელოვანი ტრადიციების გამგრძელებელ მომავალ თაობას! იმ ფონზე, როცა საქართველო დინამიურად ვითარდება ისტორიულ, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში, როგორც ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, ქართველ მეზღვაურთა წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“საქართველოსა და მსოფლიოს 74 სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ გემებზე ქართველ მეზღვაურთა რაოდენობა დღეისათვის 18 000-ს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

იზრდება საერთაშორისო საზღვაო-სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ბათუმში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არაერთი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების დაფასებისთვის, საზღვაო სფეროს განვითარებისა და გაძლიერებისთვის, საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად ქცევისთვის.

რაც მთავარია, პირველი ივლისიდან, ძალაში შევა კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომლითაც კიდევ უფრო უკეთ დარეგულირდება მეზღვაურთა შრომით და სოციალურ პირობებთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სახელმწიფო უფრო ეფექტურად შეძლებს დაიცვას საქართველოს თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დროშით მცურავ გემებზე დასაქმებული ჩვენი მეზღვაურების უფლებები და ინტერესები“, – წერს გია აბაშიძე.

Back to top button