საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი 16-ე პოზიცია დაიკავა

საქართველოს წარმატების შესახებ ცნობილი გახდა ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევის შემდეგ, რომელიც 48 ქვეყანაში ჩატარდა.

NCSI-ის ინდიკატორები შემუშავებულია კიბერუსაფრთხოების ეროვნული ჩარჩოს მიხედვით.

NCSI ყურადღებას ამახვილებს ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ კიბერუსაფრთხოების გაზომვადი ასპექტებზე: 1. მოქმედი კანონმდებლობა – სამართლებრივი აქტები, დებულებები, ბრძანებები და ა.შ. 2. შექმნილი ერთეულები – არსებული ორგანიზაციები, განყოფილებები და ა.შ. 3. თანამშრომლობის ფორმატები – კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები და ა.შ. 4. შედეგები – პოლიტიკა, სავარჯიშოები, ტექნოლოგიები, ვებგვერდები, პროგრამები და ა.შ. საქართველომ უმაღლესი, 100%-იანი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან ინდიკატორებში, როგორებიცაა:

1. კიბერუსაფართხოების პოლიტიკა;

2. პირადი მონაცემების დაცულობა

3. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

ნაციონალური კიბერუსაფრთხოებს ინდექსს „ელექტრონული მმართველობის აკადემიის ფონდი“ აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მდებარეობს.

Back to top button