საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ : დიდი მადლობა საქართველოს, უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს, სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის

ისრაელის საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც გასულ ღამეს კლუბისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა, განსაკუთრებით კი საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს, სამაგალითო მასპინძლობისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის.

განცხადებას, სადაც კლუბი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების ძალებს, მათი უსაფრთხოების დაცვისთვის, საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც გასულ ღამეს ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ჩართული იყო თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფაში. დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზუარესს და ბეერ-შევას მერს, რუვიკ დანილოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კავშირზე იყვნენ.

განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს, როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვაცილებდნენ, ვიდრე ბოლო გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა განთავსების ადგილზე. და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ. ძალიან გვიყვარხართ ყველანი. გულითად მადლობას ვუხდით ყველას.“- ნათქვამია ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებაში.

Back to top button