დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიას სტატუსზე: ამ სტატუსის ტექსტი მოიფიქრო საქართველოს გამარჯვებაზე – ფსიქიატრიული ნიჭი სჭირდება!

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „სულიერი ავადმყოფობის პიკი” უწოდა პარტია „ახალის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოსტს, რომელიც ამ უკანასკნელმა საქართველო-პორტუგალიის შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.

როგორც გვარამიამ დაწერა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მერვედფინალში გასვლით უნგრეთი უშანსოდ დატოვა – „ორბანი 26 ივნის გავაგდეთ, საკუთარ ოლიგარქს 26 ოქტომბერს მივხედავთ” – წერს გვარამია.

დავით ქართველიშვილის შეფასებით, საქართველოს გამარჯვებაზე გვარამიას მიერ შესაბამისი ტექსტის მოფიქრებას ფსიქიატრიული ნიჭი სჭირდება.

„Лёлик, Лёлик! Всё пропало! Гипс снимают! Клиент уезжает! Ааааааа!!!” – სულიერი ავადმყოფობის პიკი. ამ სტატუსის ტექსტი მოიფიქრო საქართველოს გამარჯვებაზე – ფსიქიატრიული ნიჭი სჭირდება!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button