ზაალ ანჯაფარიძე ევროპის საბჭოს რეზოლუციაზე: ევროსტრუქტურების ადრე გამოქვეყნებულ დასკვნებთან ერთად, არის სამზადისი იმისათვის, რომ დასავლეთმა ეს არჩევნები არ აღიაროს, თუ მისთვის სასურველი შედეგი არ მიიღო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უარყოფითად იმოქმედებს არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ნდობაზე.

ანალიტიკოსის შეფასებით, ეს რეზოლუცია ევროსტრუქტურების ადრე გამოქვეყნებულ დასკვნებთან ერთად, არის სამზადისი იმისათვის, რომ დასავლეთმა ეს არჩევნები არ აღიაროს.

„პირდაპირ ვთქვათ, ეს რეზოლუცია ევროსტრუქტურების ადრე გამოქვეყნებულ დასკვნებთან ერთად, არის სამზადისი იმისათვის, რომ დასავლეთმა ეს არჩევნები არ აღიაროს, თუ მისთვის სასურველი შედეგი არ მიიღო. თუმცა, არსებობს ამის ანტიდოტიც, და ყველამ ვიცით რაც არის!,“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

Back to top button