ლევან ნიკოლეიშვილი ანა წითლიძის და ლევან ბეჟაშვილის მიერ საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვის მოთხოვნაზე: ამით ხელისუფლება კი არ ზარალდება, არამედ სახელმწიფო და მისი მოქალაქეები, მათ შორის „ნაცების“ ამომრჩევლებიც

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება ინფორმაციას, რომლის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს და მათ უსამშობლო მოღალატეებს უწოდებს.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვით ხელისუფლება კი არ ზარალდება, არამედ სახელმწიფო და მისი მოქალაქეები, მათ შორის „ნაცების“ ამომრჩევლებიც.

მანვე აღნიშნა, რომ თუ ვინმე ევროპულ სტრუქტურებში მათ მოთხოვნას სერიოზულად მიუდგება, ეს პირდაპირ მიანიშნებს გარკვეული არაპარტნიორულ ნიშნებს უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.

„ახლა ამ ორ სუბიექტს, რომ ჰკითხო, რატომ აკეთებენ ასეთ რაღაცებს, ალბათ იტყვიან პოლიტიკური მოტივი აქვთ, თან ამ ხელისუფლების დასჯა გვინდაო. ჯერ ერთი ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვით ხელისუფლება კი არ ზარალდება, არამედ სახელმწიფო და მისი მოქალაქეები, მათ შორის მათი ნაცების ამომრჩევლებიც.

მეორე, რომ “ალიანსისთვის” გონჩარენკოზე უფრო სამარცხვინო და ხელმოცარული ვერავინ რომ ვერ ნახეს ეს გასაგებია. მესამე და მთავარი თუ ვინმე ევროპულ სტრუქტურებში მათ მოთხოვნას სერიოზულად მიუდგება, ეს პირდაპირ მიანიშნებს გარკვეული არაპარტნიორულ ნიშნებს უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. რაც შეეხება ამ კონკრეტული სუბიექტებს, რომლებსაც შეგნებულად არ ვუწოდებ პოლიტიკურ სუბიექტებს, ჩვეულებრივი უსამშობლო მოღალატეები არიან“, – წერს ნიკოლეიშვილი.

Back to top button