![](https://newspress.ge/wp-content/uploads/2024/07/1.jpeg)
მადლობა ქართული სასწაულისთვის – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ფოიერვერკით აღინიშნა.
მასშტაბური ფოიერვერკი მთაწმინდაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ მიღწეულ ისტორიულ შედეგებს მიეძღვნა.