აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს ყოფილ აგარაკზე, ჩინეთიდან მოწვეულ ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს ყოფილ აგარაკზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოწვეულ ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ზაურ ახვლედიანმა სტუმრებს ლაო ჯინ ჯაოს სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის დეტალები გაააცნო, ისაუბრა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე და ასევე ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლების მხრიდან გამოთქმულ მზაობაზე, რომლებიც სააგენტოსთან ერთად ჩაის მუზეუმის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

სტუმრებმა, აჭარის სხვა ღირშესანიშნაობებთან ერთად გონიო-აფსაროსისა და პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსები დაათვალიერეს. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან.

Back to top button