ლანჩხუთის მერი გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს გაეცნო

გრიგოლეთი ახალი საკურორტო სეზონისთვის მზად არის. ადგილობრივი ხელისუფლება და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” აქტიურად ზრუნავენ, რომ შეიქმნას დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემო.

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებს კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურად ახორციელებენ, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა- დანადგარები და სპეციალური ტექნიკა.

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზაშოშიტაიშვილთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე გაეცნო გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს.

 

Back to top button