კასპში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კასპელის, „თბილისის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციული დირექტორის ზურაბ ნიპარიშვილის ინიციატივით, ქალაქ კასპში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა კარდიოლოგიური, ანგიოლოგიური და ენდოკრინოლოგიური პროფილის კონსულტაციებს და გამოკვლევებს „თბილისის გულის ცენტრის“ სამედიცინო პერსონალი 90 პაციენტს მოემსახურა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის „თბილისის გულის ცენტრს“ თანამშრომლობისა და აქციისთვის.

Back to top button