ცოტნე ანანიძე ამნისტიაზე: წინა ხელისუფლების დროს პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა! ჰუმანური აქტები რესოციალიზაციას ხელს უწყობს და ეს კონსტიტუციონალისტ პრემიერს ყველაზე კარგად ესმის! როგორც ყოფილი პატიმარი მივესალმები

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ყოფილი პოლიტპატიმარი,ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე ამნისტიის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ამნისტია თავისი არსით, ჰუმანური აქტია და ხელს უწყობს რესოციალიზაციას. თუმცა, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა მმართველობის პერიოდში პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა ამას ვერ გაიგებენ.

„წინა ხელისუფლების დროს პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა! როგორც ყოფილი პატიმარი, ამჟამად უფლებადამცველი მივესალმები პრემიერის ინიციატივას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი და ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ საბოლოოდ მივიღებთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ ჰუმანურ აქტს, რომელიც ხელს შეუწყობს რესოციალიზაციას და ეს ყველაზე კარგად კონსტიტუციონალისტ პრემიერს ესმის!,“- აცხადებს ცოტნე ანანიძე.

Back to top button