თამთა მეგრელიშვილი „TV პირველის“ სიუჟეტზე: პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურია, შესაბამისად, როდესაც მას ლაზერს ანათებენ, ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „TV პირველის“ ერთ-ერთ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც მეგრელიშვილი წერს, პრემიერ – მინისტრი პოლიტიკური „მუხტია ” ქვეყნის და ლოგიკურია, ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს. შესაბამისად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ), ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება – ეს არის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გაუგებარია, ამ საკითხზე რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, „საგანგებო რეჟიმში“ მომზადება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურია, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს და ა.შ. პრემიერ – მინისტრი პოლიტიკური „მუხტია ” ქვეყნის და ლოგიკურია, ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს.

შესაბამისად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ), ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება. ეს არის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გაუგებარია, ამ საკითხზე რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, „საგანგებო რეჟიმში” მომზადება – რას მოუყვებით ხალხს?! ეუბნებით, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არ საჭიროებს რეაგირებას?!

თქვენთვის უსაფრთხოების, ან სინდისის ზღვარი სად გადის?“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Back to top button