საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, –ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, მინისტრი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო–ს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

Back to top button