ცოტნე ანანიძე ანაკლიაში ჩინელების ჩამოსახლებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ქსენოფობიური განცხადებაა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რუსთავში ეკონომიკური ზონის ყაზახებისთვის გადაცემასა და საქართველოში ჩინელების დასაქმებას შეეხებოდა.

„რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი [ანაკლიის] პორტი ჩინელების ხელში – ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს. ქართველების ადგილი აღარ იქნება“, – თქვა სააკაშვილმა.

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას ქსენოფობიურს უწოდებს.

„ბათუმის პორტი ყაზახურ კომპანიას ვინ გადასცა?! გარდა ამისა, ქსენოფობიური განცხადებაა“, – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

Back to top button