გაზეთი ,,აჭარა” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე წარდგენილი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაზეთი ,,აჭარა” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე წარადგინა.

გაზეთი „აჭარა“ და მისი წინამორბედი პერიოდული პრესა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მემატიანეა. იგი საუკუნეზე მეტი ხნისაა და მის წიაღში არაერთი ბათუმელი ჟურნალისტი გამოიზარდა.

Back to top button