ილია დარჩიაშვილი კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

“კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს,” – წერს ილია დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

Back to top button