ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნიგვზიანში, ნინოშვილში, აკეთში, ღრმაღელესა და გულიანში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, –ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტისთვის 7 124 326 მილიონი ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად გაეცნო.

 

Back to top button