
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა – ხელისუფლებამ ამ გზას გადაუხვია და ჩვენ გაგვყინეს“.
„დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა! ხელისუფლებამ გზას გადაუხვია და ჩვენ გაგვყინეს – სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტს სასწრაფოდ შველა უნდა! გზა გაეყინა! ამ რუსეთი, რუსეთის ძახილმა ეტყობა აშლილობა გამოიწვია! ქვეცნობიერად ციმბირში ამოჰყო თავი! უთხრათ რომ ივლისია!“, – წერს ხაინდრავა.