კასპის სოფელ ოკამში, გზაზე არმირებული ბეტონის დაგების სამუშაო დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, ე.წ. „თათარაშვილები“-ს უბანში გზაზე არმირებული ბეტონის საფარის დაგების სამუშაო დასრულდა.

რეაბილიტირებული გზის სამუშაოს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ პროექტი „სოფლის მხარდაჭერი“-ს პროგრამის ფარგლებში ი/მეწარმე დავით სუხაშვილმა განახორციელა.

ადგილობრივებისთვის პრობლემური გზა გადასაადგილებლად კომფორტული და უსაფრთხოა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

Back to top button