ირაკლი ღარიბაშვილი: მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი

მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნიკა მელიამ თავადაც კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან ჩვეულებრივი ზონდერი და კრიმინალია.

„შეეშვას ტყუილებს, ვიცი, რომ მანაც ძალიან კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი და არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Back to top button