ხაინდრავა: საინტერესოა, მეთიუ მილერი სახდეპის ანგარიშებს კითხულობს თუ მხოლოდ „ჟურნალისტ“ რაუფ ოღლუსთან წინასწარ შეთანხმებული შეკითხვების ტექსტებს?

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელშიც წერია, რომ საქართველოში წინა მთავრობის დროს, იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც „არ იყო გამჭირვალე და, სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა“.

გოგა ხაინდრავა ინტერესდება, ეცნობა თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს თეთრი სახლის პრესსპიკერი მეთიუ მილერი.

„საინტერესოა ეს ქათქათა სახლის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საკუთარი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს კითხულობს თუ მხოლოდ „ჟურნალისტ” რაუფ ოღლუსთან წინასწარ შეთანხმებული შეკითხვების ტექსტებს?! მარჯვენა ხელმა რომ არ იცის მარცხენა რას ჩასდის. ტრამპს ესვრიან!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

Back to top button