გია აბაშიძე: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინაში ომის საკითხია ერთ-ერთი მთავარი და მაინცადამიანც მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ, წინა რიგში რომ დააყენონ ჩვენი პრემიერი?

„მენტალური პროვინციალიზმი ნაცჟურნალისტების „სავიზიტო ბარათია“ – თურმე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სამიტზე პრემიერი კობახიძე კოლექტიური ფოტოს გადაღებისას მესამე რიგში დააყენეს და „დაჩაგრეს“. ანუ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდით იმავე რიგში მყოფი ევროპელი ლიდერები რომ დგანან, ისინიც „დააკნინეს“? “,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი წერს, პროტოკოლურ საკითხებზე ხმას ნუ იღებენ ის ნაცსექტანტები, რომლებიც გეოგრაფიაში და ევროპული ინსტიტუტების გარჩევაში წლებია, „ოროსნები“ არიან.

„მენტალური პროვინციალიზმი ნაცჟურნალისტების „სავიზიტო ბარათია“ – თურმე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სამიტზე, პრემიერი კობახიძე კოლექტიური ფოტოს გადაღებისას მესამე რიგში დააყენეს და „დაჩაგრეს“. ანუ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდით იმავე რიგში მყოფი ევროპელი ლიდერები რომ დგანან, ისინიც „დააკნინეს“? სამიტზე უკრაინაში ომის საკითხია ერთ-ერთი მთავარი და მაინცადამიანც მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ, წინა რიგში რომ დააყენონ ჩვენი პრემიერი?

პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გვერდით იჯდა, ხოლო მოლდოვის პრეზიდენტი სანდუ – პრემიერი ორბანის.

პროტოკოლურ საკითხებზე ხმას ნუ იღებენ ის ნაცსექტანტები, რომლებიც გეოგრაფიაში და ევროპული ინსტიტუტების გარჩევაში წლებია „ოროსნები“ არიან”, – წერს გია აბაშიძე.

Back to top button