ირაკლი კობახიძე: ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება საარჩევნო უბანი

საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა.

„ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება უბანი”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Back to top button