ტყიბულის მუნიციპალიტეტს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა

ტყიბულის მუნიციპალიტეტს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. 50 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სოფლებში: მუხურასა და ახალსოფელში აშენდა. შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე  მუნიციპალიტეტი მერი, დავით ჩერქეზიშვილი გაეცნო. პროექტების განსახორციელებლად  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 500 000 ლარი გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ სოფელ მუხურაში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა და   ახალი სასწავლო წლიდან  პირველად დაიწყებს ფუნქციონირებას.

ბაღების მშენებლობისა  და შენობის სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობის პროცესი.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით  და შეიქმნება  საუკეთესო პირობები სააღმზრდელო პროცესისთვის.

Back to top button