თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, ზურაბაშვილი-გალუზინის მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსული მხარის პოზიცია ალოგიკურია.

შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, დასაბუთების გარეშე ქართული ღვინის დასანქცირება და ამ ფონზე, უნივერსიტეტებს შორის მეგობრობის შეთავაზება, მხოლოდ ოპოზიციას გამოადგება პიარისთვის.

„რუსების პოზიცია ყველამ ვნახეთ, ეს, რბილად რომ ვთქვათ ძალიან ალოგიკური პოზიციაა – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ ჩემს ქვეყანაში და ეკონომიკური საქმიანობა გასწიონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე, კონკრეტულ, რეალურ დასაბუთებას არ მოვიტან – უბრალოდ ვიტყვი რაღაც ფრაზას, დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, რომ თავისი პიარი დააფუძნონ, თორემ, რაიმე სერიოზული ლაპარაკი ამ ვითარებაში, ამ ფონზე, არის ყოვლად წარმოუდგენელი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Back to top button