
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
„აღსრულდა! როგორც იქნა Mr. ბლინკენმა იდეალური დემოკრატიის ქვეყანას მიაგნო! მონღოლეთი! ულან-ბატორში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, რომლის დროსაც Mr. მდივანმა ამ აღმოჩენის შესახებ განაცხადა, კრება დარჩა მხიარული! წვეულებაზე მასპინძლები დაინტერესდნენ – დემოკრატია რა არის?“, – წერს გოგა ხაინდრავა.