
არ შემიძლია არ გამოვიყენო ეთერი, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე იობს, რომელმაც ბევრ საკითხზე ისაუბრა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მან მეუფე იობს მოუწოდა, “უფრო პრინციპულად და ბოლომდე დაუპირისპირდეს კაციჭამიების და ძაღლიჭამიების რეჟიმს”.
“სხვათა შორის, ამ მშენებლობებზეც ძალიან სწორად იკითხა ის, რასაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით – ვისთვის შენდება ამდენი კორპუსი? გამოქვეყნდა სტატისტიკა გუშინწინ, საქართველოს მოსახლეობის 5%-ს აქვს საშუალება, რომ იყიდოს ბინა იპოთეკითაც კი თბილისშიო.
ესე იგი, უცხოელებისთვის აშენებენ – არაბი იქნება, რუსი იქნება – სულ ერთია და ამის გამო, ჩვენ ჩვენს ქალაქში არ უნდა დავახრჩობინოთ თავი. ერთს ვთხოვ მეუფე იობს, ცხოველების წამება რომ არ შეიძლება ქრისტიანულად, ჩემზე კარგად გეცოდინებათ. თქვენ და სხვა მღვდლებსაც გთხოვთ, ამაზე ილაპარაკოთ და უფრო პრინციპულად და ბოლომდე დაუპირისპირდეთ ამ კაციჭამიების და ძაღლიჭამიების რეჟიმს,” – განაცხადა ჩხარტიშვილმა.