ეროვნული ბანკი საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზს „თვის მიმოხილვაში“ აქვეყნებს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „თვის მიმოხილვაში“ მოცემულია ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზი.

გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.

 ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. ივლისში ინფლაციამ 1.8% შეადგინა. ივნისთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით დაიკლო
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.1% შეადგინა
  • ადგილობრივი ინფლაცია 1.9%-მდე შემცირდა

საბანკო სექტორი

  • ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.8%-ით გაიზარდა
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ ივნისში 49.1% შეადგინა
  • ივნისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.6 პპ-ით, 45.2%-მდე შემცირდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი – ივნისში საქონლის იმპორტი წლიურად 9.6%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. შუალედური სახის საქონლის იმპორტმა ამჯერად დაიკლო, ხოლო საინვესტიციო სახის იმპორტი ზომიერად გაიზარდა
  • ექსპორტი – ივნისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა. საქონლის ექსპორტის მატება მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა, გაიზარდა ასევე შუალედური სახის საქონლის ექსპორტი, თუმცა საინვესტიციო სახის საქონლის ექსპორტი შემცირებულია
  • ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 19.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების“ რუბრიკაში.

 

Back to top button