ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენმა ამომრჩეველმა ჭკუის სწავლების გარეშე იცის ვის უნდა მისცეს ხმა ვინც მომავალში ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორი იქნება, საქართველო მალე განთავისუფლდება ყოველგვარი ყალბი დასავლური დაპირებებისგან

როგორ უნდა მოახერხო და ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ ერთ-ერთ პროდასავლურ ქვეყანაში, უფრო სწორედ კი სამხრეთ კავკასიის გამორჩეული ქვეყანაში, საქართველოში შექმნა განწყობებიც და რეალობაც, რომ შენ მისი პარტნიორი და მეგობარი კი არ ხარ, არამედ ბატონყმური ურთიერთობების აღდგენის მოსურნე, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საქართველომ მიიღო უფრო ლმობიერი „გამჭვირვალობის კანონი“, ვიდრე დასავლეთის სახელმწიფოებს აქვთ, ამ კანონს კი რუსული უწოდეს იმიტომ, რომ იგრძნეს, შავი ფულის გათეთრების თუ შემოდინების წყაროები გადაიკეტებოდა.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, როგორც აქაური, ისე უცხოელი რადიკალების ყველა სქემა საარჩევნოდ გაშიფრულია, თუმცა, ფსონს მაინც ისეთ პოლიტიკოსებზე დებენ, რომლებიც გუშინ რუსეთს აგინებდნენ და დღეს ლამის არის ყველაზე პრორუსებად გვევლინებიან საქართველოში, თუმცა, ამომრჩეველმა ყოველგვარი გარეშე პირის ჭკუის სწავლების გარეშე იცის, ვის უნდა მისცეს ხმა, რომელიც მომავალში ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორი იქნება.

„როგორ უნდა მოახერხო და ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ ერთ-ერთ პროდასავლურ ქვეყანაში, უფრო სწორედ კი სამხრეთ კავკასიის გამორჩეული ქვეყანაში, საქართველოში შექმნა განწყობებიც და რეალობაც, რომ შენ მისი პარტნიორი და მეგობარი კი არ ხარ, არამედ ბატონყმური ურთიერთობების აღდგენის მოსურნე. დიახ, რეალობა ასეთია, ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, რომელიც უფრო კატასტროფული შედეგის მომტანი იქნებოდა ჩვენთვის ვიდრე უკრაინისთვის, დიახ, ჩვენ არ დაუწესეთ სანქციები რუსეთს რომელიც ჩვენს ეკონომიკას უფრო დააზარალებდა, ჩვენ არ დავიწყეთ ორმაგი სტანდარტებით თამაში, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, თან სანქციები თან გამალებული ვაჭრობა რუსეთთან. საქართველომ მიიღო უფრო ლმობიერი გამჭვირვალობის კანონი, ვიდრე დასავლეთის სახელმწიფოებს აქვთ, ამ კანონს რუსული უწოდეს იმიტომ, რომ იგრძნეს, შავი ფულის გათეთრების თუ შემოდინების წყაროები აქ გადაიკეტებოდა.

ახლა საარჩევნოდ ფსონს დებენ ისეთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც გუშინ რუსეთს აგინებდნენ და დღეს ლამის არის ყველაზე პრორუსებად გვევლინებიან საქართველოში. უსმენენ ისეთ არაპოპულარულ სუბიექტებს, როგორც ლომჯარია თუ სალომე ზურაბიშვილია, ტექნიკური მთავრობის მოსურნეებს და რევოლუციების მეხოტბეებს. ამ დროს კი უკრაინაში ლამის ყველაფერი თავზე დაემხოთ, აღმოსავლეთში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, საქართველო კი კვლავ მშვიდობას ინარჩუნებს და ჯიუტად განაგრძობს თავის ქვეყანაში ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ამ არჩევნებისთვის აქაური თუ უცხოელი რადიკალების ყველა სცენარი გაშიფრულია. სამწუხაროდ, მაინც ცდილობენ ცეცხლის გაღვივებას. საინტერესოა, ქართველ ხალხს არ ეკითხებიან, რა უნდათ? ლომჯარია-ზურაბიშვილი, არაჟნის კონტეინერით სამუხანათოდ შემოპარული სააკაშვილი, ამჯერად საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ შერისხული და დაჯარიმებული „ლელო“ ნამდვილად არ უნდათ და ტყუილად ნუ შეეცდება დასავლეთი ამ ვაი პოლიტიკოსების ჩვენთვის ძალად შემოტენვას.

ჩვენმა ამომრჩეველმა ყოველგვარი ამერიკელის, თუ ევროპელის, თუ გნებავთ აზიელის, თუ აფრიკელის ჭკუის სწავლების გარეშე იცის, ვინ და რატომ უნდა შემოხაზოს, ვის უნდა მისცეს ხმა, რომელიც მომავალში ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორი იქნება. დიახაც, საქართველო მალე განთავისუფლდება ყოველგვარი ყალბი დასავლური დაპირებებისგან და შანტაჟისაგან და ამას წინ ვერაფერი და ვერავინ ვერ აღუდგება, ვინაიდან ჩვენი ეს ბრძოლა სამართლიანია და უფალიც ჩვენს მხარესაა“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Back to top button