გია აბაშიძე: საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „კი ევროპა – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო“, „ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“, ელენე ხოშტარია, „ახალი ერთობა გვარამია-მელია“ დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. აბაშიძის თქმით, საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან ე.წ. არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია, რადგან .წ. NGO-ები ასევე „ნაცსტრუქტურები” არიან და მათ უცხოელ დონორებსაც მოუწევთ კანონის დაცვა.

„ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაზე – საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან ე.წ. არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია, რადგან ე.წ. NGO-ები ასევე „ნაცსტრუქტურები” არიან და მათ უცხოელ დონორებსაც მოუწევთ კანონის დაცვა! ეს არც „რუსული” სტილია და არც „ავტორიტარული” – ანგარიშვალდებულება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. აღნიშნულმა აქტორებმა ეს კარგად იციან, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს „შავი ფული” აფინანსებს და არა კეთილსინდისიერი შემოწირულობები, მაგრამ ანტიქართულ საქმიანობაში ყველას კანონით გათვალისწინებული კრახი ელოდება“, – აცხადებს გია აბაშიძე

Back to top button