გოგა ხაინდრავა საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გამჭვირვალობის კანონის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება.

„ელჩი ფიშერი: „ამ კანონის პირობებში, თქვენ ვერ შეუერთდებით ევროკავშირს, ეს არ განიხილება“. განიხილება. ჰერ ფიშერ! ისევე, როგორც თქვენი, დიპლომატისთვის შეუფერებელი, ფინანსური და პოლიტიკური კავშირები თაღლითობაზე მსჯავრდებულ, პოლიტიკას თავშეფარებულ ხაზარაძესთან!“ – წერს ხაინდრავა.

Back to top button