აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გელა სამხარაული ერთხმად აირჩიეს.
გელა სამხარაულის კანდიდატურა კოლეგებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა შესთავაზა.
„გელა სამხარაული მერვე მოწვევის პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ვფიქრობ, რომ იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც დადგა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვაკანსიასთან დაკავშირებით, ჩემი შემოთავაზება კანდიდატურასთან დაკავშირებით დასაბუთებულია”, – განაცხადა ნინო წილოსანმა კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით.
კომიტეტმა ამავე სხდომაზე ცვლილებები შეიტანა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში. პარლამენტის წევრის, ალექსანდრე მოწერელიას ნაცვლად, აღნიშნულ ჯგუფს კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი უხელმძღვანელებს.