ბაჩო ოდიშარია: ყოვლად უსამართლო ცენზურაზე გავიმარჯვეთ და ექვს სექტემბერს „ანტიკვარიატის“ საჯარო ჩვენება გაიმართება ვენეციის კინოფესტივალზე – წარმატებები ფილმს და მის შემოქმედებით ჯგუფს! „ცენზურასთან მებრძოლ“ კინოშანტრაპას კი ვუსამძიმრებ

ყოვლად უსამართლო ცენზურაზე გავიმარჯვეთ და ექვს სექტემბერს “ანტიკვარიატის” საჯარო ჩვენება გაიმართება ვენეციის კინოფესტივალზე, – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კინოცენტრი და კულტურის სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ სასურველი შედეგი დამდგარიყო და ქართული ფილმის კუთვნილი პრემიერა შემდგარიყო ვენეციის კინოფესტივალზე, რაც საბოლოოდ ასეც მოხდება.

„ყოვლად უსამართლო ცენზურაზე გავიმარჯვეთ და ექვს სექტემბერს “ანტიკვარიატის” საჯარო ჩვენება გაიმართებება ვენეციის კინოფესტივალზე. რასაკვირველია ეს არ ამსუბუქებს იმ ფაქტს, რომ ფილმის ორი ჩვენება დაცენზურდა, რითაც საგრძნობლად დაზარალდა ფილმი, რადგან წაერთვა სრულფასოვანი პრემიერის და საფესტივალო გამოხმაურების შესაძლებლობა.

კინოცენტრი და კულტურის სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ სასურველი შედეგი დამდგარიყო და ქართული ფილმის კუთვნილი პრემიერა შემდგარიყო ვენეციის კინოფესტივალზე, რაც საბოლოოდ ასეც მოხდება. წარმატებები ფილმს და მის შემოქმედებით ჯგუფს! “ცენზურასთან მებრძოლ” ჩვენს კინოშანტრაპას კი, ზოგმა სიხარული რომ ვერ დამალა და ზოგმა ერთი მხარდასაჭერი კრინტი არ დაძრა ქართული ფილმის აშკარა ცენზურაზე, ვუსამძიმრებ“, – წერს ბაჩო ოდიშარია.

Back to top button