პროთეზით მოსარგებლე უკრაინელი სამხედროები კიევის მოდის კვირეულზე გამოვიდნენ

კიევის მოდის კვირეულის გახსნაზე პროთეზით მოსარგებლე უკრაინელი ჯარისკაცები გამოვიდნენ.

არტემ მოროზმა, მაქსიმ ერმოხინმა, დიმიტრი ტერეშჩენკომ, ალექსანდრე კუნგუროვმა და ნიკოლაი ლევკუნმა უკრაინული ბრენდის Andreas Moskin-ის ახალი კოლექციის ჩვენება გახსნეს.

აღსანიშნავია, რომ ეს, პირველი მოდის კვირეულია მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

Back to top button