
„ისკანდერი” დიდხანს ჰქონდათ გადამალული, როგორც მტკიცებულება და შემდეგ ძლივს ვიპოვეთ ჩვენ ეს მტკიცებულება, რომელიც წარვადგინეთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც ამ ფონზე კიდევ ერთხელ იმეორებს სამარცხვინო ტყუილს სააკაშვილი, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს.
„ეს „ისკანდერი” დიდხანს ჰქონდათ გადამალული, როგორც მტკიცებულება და შემდეგ ძლივს ვიპოვეთ ჩვენ ეს მტკიცებულება, რომელიც წარვადგინეთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. ეს ძალიან დაგვეხმარა პროცესის მოგებაში. როდესაც ამ ფონზე კიდევ ერთხელ იმეორებს ამ სამარცხვინო ტყუილს სააკაშვილი, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.