„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი გენო პეტრიაშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ღონისძიებაზე გაახმოვანა.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

Back to top button