„მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის უცვლელი პრიორიტეტია“- „ქართული ოცნების“ დელეგატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორ – პაპუნა მარგველიძესთან ერთად სოფელ ჩიხარეშის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის უცვლელი პრიორიტეტია“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რეგიონის კოორდინატორი – ქრისტინე კობახიძე და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი-გიორგი გაზდელიანი.

Back to top button