ჯაბა სამუშია სტუდენტური ექსპედიციის წევრებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის 2024 წლის მონაწილეებს შეხვდა.
სტუდენტებმა რექტორს ექსპედიციის ფარგლებში განხორციელებული კულტურულ- საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ გააცნეს ინფორმაცია და პროექტის განვითარების სამომავლო გეგმაზე ისაუბრეს.
სტუდენტური ექსპედიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკვე 24 წელია ეწყობა. 2001 წლიდან დღემდე პროექტში 2500- ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
ექსპედიცია დაფინანსდა თსუ-ის სტუდენტური პროექტების ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი კუთხით – ჯავახეთით სტუდენტების დაინტერესება; მათი ინტეგრაცია სომხურენოვან, ბერძნულენოვან და ქართველ მოსახლეობასთან; ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ასევე, ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების გაცნობა.
Back to top button