კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ანონიმური წყარო ორბელიანების სასახლიდან იუწყება: მადამ სალომეს თაოსნობით შედგა გახარია-ხაზარაძის პოლიტიკური ქორწინება! კოალიციური ოჯახის საპატიო თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულია ბუნდესტაგის დეპუტატი მიხაილ როთი! ახალ წინასაარჩევნო დევიზად მოწონებულ იქნა „მიხაილის გზა“, – წერს გოგა ხაინდრავა.