აჰმედ იმამკულიევი თინა ბოკუჩავას: სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან

აჰმედ იმამკულიევი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში მოხვედრას აპროტესტებს და პარტიის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას მისი სახელის სიიდან ამოღებას სთხოვს.

როგორც იმამკულიევი აღნიშნავს, იგი პარტიის საპარლამენტო სიაში მისი თანხმობის გარეშე მოხვდა.

„აქედან მივმართავ პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ქალბატონ თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან. ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“ საპარლამენტო სიაში. ვინც დაწერა ჩემი სახელი თქვენს საპარლამენტო სიაში და იფიქრა, რომ მე ამით შეურაცხყოფას მომაყენებს, ან ვითომ დამჩაგრავს, ის პირველ რიგში არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი @&#%*+£!&, რაც აქ საჯაროდ ვერ ვწერ!“, – წერს იმამკულიევი სოციალურ ქსელში.

Back to top button