მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მთავრობის ინტერესშია, რომ საპარლამენტო არჩევნები კანონთან შესაბამისობაში ჩატარდეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ქვეყნის მთავრობის ინტერესშია, საპარლამენტო არჩევნები კანონთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდეს.

„წინ ჩვენ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გველის. მთავრობის ინტერესშია, რომ არჩევნები კანონთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდეს, რათა არავის მიეცეს უფლება, საქართველოს არჩევნები ეჭვქვეშ დააყენოს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა“, – დაწერა ბოჭორიშვილმა.

Back to top button